კახა კალაძემ ინფექციონისტებს და ექიმებს - თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, ლევან რატიანს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, ამირან გამყრელიძეს და ლევან გოფოძეს საპატიო თბილისელის სტატუსი მიანიჭა.
დაჯილდოება თბილისობის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მერიამ, თავის მხრივ, კონცერტით აღნიშნა.
"პანიკის საფუძველი არ გვაქვს. თქვენ ბრძანდებით დაცული, თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და ჩვენ, სახელისუფლო ვერტიკალთან ერთად მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, არ მივმართავთ უკიდურეს ზომებს, როგორიც არის საგანგებო მდგომარეობა, ე.წ ლოქდაუნი და სხვა". - თქვა თენგიზ ცერცვაძემ სცენაზე.
თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და ლევან რატიანი ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს წარსულში არაერთხელ დაესწრნენ.